logo_geo
მწერალ დავით მაღრაძის ახალი წიგნის, „ნაფეხურები წყალზე“ პრეზენტაცია 28 მაისს, წინანდალში გაიმართება
- +

24 მაისი. 2018. 20:08

 

მწერალ დავით მაღრაძის ახალი წიგნის, „ნაფეხურები წყალზე“ („Footprints On Water“) პრეზენტაცია 28 მაისს, წინანდალში გაიმართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით მაღრაძემ განუცხადა.

 

მისივე თქმით, სპეციალურად პრეზენტაციისთვის მემორანდუმის გასაფორმებლად საქართველოს ეწვევიან უმსხვილესი ამერიკული გამოცემა Rare Bird Books-ის პრეზიდენტი, ტაისონ კორნელი და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

 

„ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული გამომცემლობა, Rare Bird Books-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჩამოდიან საქართველოში. წიგნის პრეზენტაცია გაიმართება წინანდალში, რომელიც მიეძღვნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს. ხელი მოეწერება ასევე მემორანდუმს ჩემსა და გამომცემელს შორის, რომელიც წიგნის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. უკვე შეერთებულ შტატებში დაიწყება პრეზენტაციები, პირველი იქნება ნიუ იორკში და სულ 33 ქალაქში გაიმართება. წიგნის ტირაჟი ძალიან დიდია. წიგნს ჰქვია „ნაფეხურები წყალზე“ და მასში დაბეჭდილია ორი პოემა - „ჯაკომო პონტი“ და „შენთვის“, ასევე სხვადასხვა ლექსები. რაც შეეხება გამოხმაურებას, იმედი მაქვს, გამოხმაურება ჩემი მოლოდინის შესაფერისი იქნება. იმდენად დეტალურად აქვთ გაწერილი ამ წიგნის ბედი ამერიკელ გამომცემლებს, რომ თითქმის შეიძლება ითქვას, იმედის საფუძველი არსებობს, რომ გამოხმაურება მოლოდინის შესაფერისი იქნება“, - განაცხადა მაღრაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი