logo_geo
ნიკა გვარამია: საბოდიშო არაფერი გვაქვს და არც შეცდომა არ დაგვიშვია
- +

25 მაისი. 2018. 00:53

 

 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის  გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საპატრიარქოს განცხადებას ეხმიანება.

 

„საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ ბოდიშის მოხდაც არ გვიჭირს, შეცდომების აღიარებაც არ გვიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ვითარებაში სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ საბოდიშო არაფერი გვაქვს და არც შეცდომა არ დაგვიშვია. ძალიან სამწუხაროა, თუ ვინმეს პირადი გრძნობები შეილახა, ეს არ ყოფილა მიზანი, მიუხედავად ამისა, ამის გამო ვწუხვარ, მაგრამ არავითარ ბოდიშს არ იმსახურებს ამ წერილის გამომქვეყნებელი ორგანიზაცია, შავრაზმული, ქვეყნის და ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი დაჯგუფება ადამიანებისა, რომლებიც პირდაპირ აღვივებენ შუღლს ადამიანებს შორის და ებრძვიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი