26 მაისის აღსანიშნავად, „ქალაქის განვითარების 100 წლის“ ფარგლებში, სახელდება თბილისის სამშენებლო და არქიტექტურული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი შენობები, რომლებსაც ისტორიული წვლილი მიუძღვით ქალაქის განვითარებაში.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შენობა ამ მხრივ, არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
შენობის არქიტექტურა ეკუთვნის სიმონ კლდიაშვილს, რომელმაც 1899 წელს შეადგინა თბილისის ქართული გიმნაზიის – ახლანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობის პროექტი და 1906 წლამდე ხელმძღვანელობდა მის მშენებლობას. თბილისის ვაკე-საბურთალოს მიმართულებით განვითარება სწორედ აქ დაიწყო.