logo_geo
შენობები, რომლებსაც ისტორიული წვლილი მიუძღვით ქალაქის განვითარებაში
- +

25 მაისი. 2018. 17:26

 

 

26 მაისის აღსანიშნავად, „ქალაქის განვითარების 100 წლის“ ფარგლებში, სახელდება თბილისის სამშენებლო და არქიტექტურული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი შენობები, რომლებსაც ისტორიული წვლილი მიუძღვით ქალაქის განვითარებაში.

 

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შენობა ამ მხრივ, არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

შენობის არქიტექტურა ეკუთვნის სიმონ კლდიაშვილს, რომელმაც 1899 წელს შეადგინა თბილისის ქართული გიმნაზიის – ახლანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობის პროექტი და 1906 წლამდე ხელმძღვანელობდა მის მშენებლობას. თბილისის ვაკე-საბურთალოს მიმართულებით განვითარება სწორედ აქ დაიწყო.

 

 

 

big_banner
არქივი