logo_geo
ვილნიუსის ღირსშესანიშნაობები ამაღამ საქართველოს დროშის ფერებში განათდება
- +

25 მაისი. 2018. 20:19

 

 

ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება.

 

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს დროშის ფერებში განათდება ვილნიუსის სამი ხიდი და ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა – სამი ჯვრის მონუმენტი.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა.

 

სლოვენიაში საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიუბლიანას ციხე-სიმაგრე. თურქეთში, ქალაქ ანკარაში ე.წ. ანკარის ტყუპი ცათამბჯენი.

 

საქართველოს საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს დროშები აღიმართება ესტონეთის ქალაქებში ტარტუს, პიარნუსა და ვილაინდის ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ, ხოლო ტალინის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამონტაჟდება საქართველოს დროშები.

 

საქართველოს ეროვნული სიმბოლო გამოფენილი იქნება ირლანდიაშიც, დუბლინის ცენტრში, კანადაში –  ოტავას მერიისა და სხვა ცენტრალურ შენობებზე.

 

საიუბილეო თარიღს აღნიშნავენ ლატვიაში, სადაც რიგაში, საქართველოს საელჩოს შენობის წინ მოლზე განთავსდება საქართველოს დროშის ამსახველი ყვავილების კომპოზიცია. მოლოცვებს შეურთდება ლიტვაც, სადაც ქალაქ ვილნიუსის თბილისის სახელობის სკვერში განთავსდება ე.წ. ჰაშტაგმონუმენტი (GAMARJOBA), რაც საქართველოსა და ქართული ენის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

 

ქართული ჩოხით შეიმოსება ბელგიაში ბრიუსელის სიმბოლო Manneken-Pis, ბრიუსელის ქართული ეკლესიის მგალობელთა გუნდის მიერ შესრულდება საქართველოს ჰიმნი.

 

საიუბილეო თარიღის შესახებ ინფორმაცია და ვიდეორგოლები მთელი დღის განმავლობაში იტრიალებს ტალინის, კიშინაუსა და სხვა დედაქალაქების ცენტრალურ მოედნებზე განთავსებულ ბილბორდებზე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი