logo_geo
ბრაზილიაში ქართული ანბანის სამი სახეობის გამოფენა გაიმართა
- +

26 მაისი. 2018. 14:14

 

ბრაზილიის ბანკის კულტურულ ცენტრში გამართულ გამოფენაზე უნიკალური ქართული ანბანის სამი სახეობა წარმოადგინეს. ასევე აჩვენეს ვიდეო რგოლი ქართული ანბანის შესახებ, სახელწოდებით „GEORGIA MADE BY CHARACTERS“. ღონისძიება ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების 100 წლის იუბილის ფარგლებში ჩატარდა.

 

გამოფენას  ბრაზილიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქვეყნის კულტურული და საგანმანათლებლო წრეების, ასევე ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

გამოფენის ფარგლებში დამთვალიერებლებს ქართული ღვინისა და ტრადიციული ქართული ტკბილეულის დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცათ.

 

 

big_banner
არქივი