logo_geo
გოდერძი ბუკიამ ხობის საეკლესიო კომპლექსის იუბილე სრულიად საქართველოს მიულოცა
- +

28 მაისი. 2018. 16:04

 

ხობის პირველი მაისის საეკლესიო კომპლექსისა და საპატრიარქო რეზიდენციის ქტიტორმა გოდერძი ბუკიამ კომპლექსის 5 წლის იუბილე სრულიად საქართველოს მიულოცა. როგორც გოდერძი ბუკიამ აღნიშნა, კომპლექსი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სწორედ 5 წლის წინ, 28 მაისს აკურთხებინა და დღეს ტაძარს უდიდესი საჩუქარი -ღვთისმშობლის ხატი-უსახსოვრა.                 

 

„ზეიმის დღეები გვაქვს. როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი ადამიანი მობრძანდა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დღევანდელი დღესასწაული ჩვენთან ერთად გაიზიარა“, - განაცხადა გოდერძი ბუკიამ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ხობის პირველი მაისის საეკლესიო კომპლექსისა და საპატრიარქო რეზიდენციის 5 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, ჩამოვიდა დელეგაცია, რომელმაც ჩამოაბრძანა 5 წმინდა ნაწილი, რომელიც კომპლექსს მუდმივ მფლობელობაში გადაეცა.

 

აღსანიშნავია, რომ კომპლექსში ასევე დავანებულია 2013 წელს ჩამობრძანებული კიევ-პეჩორის ღირს მამათა 83 წმინდა ნაწილი. კომპლექსს ქტიტორმა, გოდერძი ბუკიამ და მისმა მეგობრებმა საჩუქრად შესწირეს კიევ-პეჩორის ღირს მამათა ერთიანი ხატი, რომელიც ცნობილმა ხატმწერმა, შოთა ცინცაძემ დაწერა.

 

 

 

 

big_banner
არქივი