logo_geo
„ალადინის გამოქვაბულები საქართველოში“ – „ევრონიუსის“ რეპორტაჟი
- +

28 მაისი. 2018. 21:38

 

 „ალადინის გამოქვაბულები საქართველოში“ – ამ სათაურით რეპორტაჟი „ევრონიუსმა“ მოამზადა. სიუჟეტის ავტორი კლაუდიო როსმინო მაყურებელს სათაფლიას, პრომეთეს მღვიმესა და კუმისთავის გამოქვაბულებს აცნობს.

 

როგორც ავტორი ამბობს, კუმისთავის გამოქვაბულები, რომლებიც ქუთაისთან ახლოს მდებარეობს საქართველოში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შთამბეჭდავია. მისივე თქმით, ამ კომპლექსის მონათესავეა სათაფლიას გამოქვაბული. მასთან ახლოს კი დინოზავრის ნაკვალევის ნახვაა შესაძლებელი.

 

„ყველაზე გამორჩეული კი პრომეთეს მღვიმეა, რომელში მდებარე სტალაქტიტები და სტალაგმიტები და მიწისქვეშა მდინარე შთამბეჭდავი სანახავია. უბრალოდ წარმოიდგინეთ ზოგიერთი კლდის წარმოქმნას 60 მილიონი წელი დასჭირდა“, – ამბობს „ევრონიუსის“ ჟურნალისტი.

 

რეპორტაჟის ავტორი მაყურებელს პრომეთეს მღვიმეში ნავით გასეირნებას ურჩევს, რომელიც ჯადოსნური გამოქვაბულიდან რეალურ სამყაროში დააბრუნებს ვიზიტორს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი