logo_geo
ქართველ გოგოზე შეყვარებულმა ინდოელმა ბიჭმა ნარიყალაზე თავი მოიკლა
- +

28 მაისი. 2018. 23:48

 

ნარიყალას ტერიტორიიდან ბოტანიკურ ბაღში ინდოეთის მოქალაქე გადახტა და თავი მოიკლა. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.

 

როგორც imedinews-ს შსს-ში უთხრეს, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

imedinews-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი 21 წლის ბიჭია, თვითმკვლელობის მიზეზი სასიყვარულო ურთიერთობა გახდა. ამ ამბავს თვითმხილველები შეესწრნენ, რომლებიც ამბობენ, რომ ბიჭმა გადახტომამდე დაიძახა: უთხარით, რომ მიყვარსო.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი