logo_geo
საქართველოს მოქალაქემ კიევში პენსიონერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
- +

29 მაისი. 2018. 02:02

 

საქართველოს მოქალაქემ კიევში პენსიონერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც პენსიონერი უკრაინელ ქალს გამოესარჩლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მომხდარს ეხმიანება კიევის პოლიციაც.

 

გამოცემის ინფორმაციით, დაპირისპირებას არეულობა მოჰყვა. ინციდენტისას დაშავდა სამი პოლიციელი. ძალოვნებმა 30-ზე მეტი ადგილობრივი დააკავეს. მათ ხულიგნობაში ედებათ ბრალი.

 

უკრაინელმა დეპუტატმა ანტონ გერაშენკომ სოციალური ქსელის მომხმარებლებს ეთნიკური სიძულვილის ფონზე შეურაცხმყოფელი კომენტარების გაკეთებისგან თავის შეკავება ურჩია.

 

როგორც ირკვევა დამნაშავე 1994 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქეა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი