logo_geo
რა გამოცდის ჩაბარებაა აუცილებელი საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად
- +

29 მაისი. 2018. 20:33

 

 

საქართველოს მთავრობამ პროფესიულ საჯარო მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესი და თემატიკა დაამტკიცა, დადგენილება მთავრობამ 22 მაისს მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას droa.ge ავრცელებს.

 

ვინ უნდა გაიაროს სავალდებულო სერტიფიცირება?

 

სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება მოხელის თანამდებობაზე დასაქმების მსურველი პირი, რომელიც საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქეა, არის 18 წლის და აქვს საშუალო განათლება. სერტიფიცირების გავლა სავალდებულო არ არის სავალდებულო მოქმედი და ყოფილი მოხელისთვის, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანისთვის, ასევე პირისთვის, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები.

 

დადგენილების მიხედვით, სერტიფიცირების მიზნებისთვის ყოფილ მოხელედ მიიჩნევა პირი, რომელსაც გააჩნია სამსახურის სტაჟი, რაც შესაბამისი საჯარო დაწესებულების ან/და სსიპ−საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება.

 

როგორ ჩატარდება სასერტიფიკატო გამოცდა?

 

სასერტიფიკატო გამოცდა ელექტრონული ტესტირების ფორმით ტარდება. ტესტური დავალებები შეირჩევა სერტიფიცირების თემატიკის შემდეგი სამი კომპონენტიდან (დარგიდან): სახელმწიფო ენა, სამოქალაქო განათლება და ზოგადი უნარები. თითოეულ ტესტში იქნება არაუმეტეს:  15 დავალება სახელმწიფო ენიდან, 20 ტესტური დავალება − ზოგადი უნარებიდან და 15 ტესტური დავალება − სამოქალაქო განათლებიდან.

 

სასერტიფიკატო გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ პირი შეკითხვების 50%-ს მაინც უპასუხებს სწორად. ის პირი, კი ვინც 50%-ზე ნაკლებს უპასუხებს (ვერ ჩააბარებს გამოცდას), სასერტიფიკატო გამოცდის ხელახლა ჩაბარების უფლება ორი თვე არ ექნება. ამ ვადის გასვლის შემდეგ სერტიფიცირების გავლის მსურველი პირი ხელახლა გადის ელექტრონულ რეგისტრაციას ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით.

 

რა უნდა ჩააბარონ სერტიფიცირებისას პროფესიულმა მოხელეებმა?

 

დადგენილების თანახმად, სერტიფიცირების თემატიკა სახელმწიფო ენაში მოიცავს – ქართული ენის მართლწერას; პუნქტუაციას, სტილსა და ლექსიკას. სამოქალაქო განათლებაში – სახელმწიფოსა და სამართლის ძირითად საკითხებს; საჯარო მმართველობას; დემოკრატიას და სამოქალაქო საზოგადოებას; საქართველო და საერთაშორისო ორგანიზაციებს; ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს და სამართლებრივ პასუხისმგებლობას;

 

ზოგად უნარებში შედის: ვერბალური ნაწილი – ლოგიკა, წაკითხული ტექსტის გააზრება; მათემატიკურ ნაწილში კი – რაოდენობრივ მონაცემთა ანალიზი, მონაცემთა საკმარისობის შეფასება, შეფარდება და პროპორცია, რიცხვის ნაწილი და პროცენტი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი