logo_geo
„ეს იყო ყველასგან გამორჩეული ახალი წელი“ - გოგა ბარბაძაქე ახალ წელსა და ოჯახურ „ტრადიციებზე“
- +

1 იანვარი. 2017. 15:04


 


„თავისუფალი თეატრის" მსახიობი გოგა ბარბაქაძე წინასაახალწლო სამზადისში აქტიურად ერთვება. როგორც მან „ქართულ აზრთან" საუბარში აღნიშნა, მეკვლის ტრადიციას დიდ მნიშნველობას ანიჭებს და მისთვის განსაკუთრებული ახალი წლის შესახებაც გვესაუბრება.


- სად ხვდებით ახალ წელს?


- ამჯერად ოჯახში ვხვდებით ახალ წელს. ორი წლის ბარბარე გვყავს და ვერსად გავდივართ.

 

- თუ იღებთ მონაწილეობას წინასაახალწლო სამზადისში?


- კი, რა თქმა უნდა. რაც შემიძლია, აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებ. საჭმლის კეთებაც მიყვარს და თუ დამრთავს ნებას ჩემი მეუღლე, წელსაც სიამოვნებით გავაკეთებ.

 

- რომელი კერძი გამოგდით ყველაზე კარგად?


- რასაც მოვინდომებ, ყველაფერი კარგად გამომდის.

 

- ოჯახში რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია ხომ არ გაქვთ?

 

- განსაკუთრებული ტრადიცია არ გვაქვს. მთელი ოჯახი ვიკრიბებით და ველოდებით ახალი წლის დადგომას.

 

- მეკვლის ტრადიცია თუ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?


- კი, ძალიან მნიშვნელოვანია და ოჯახის მეკვლე ჩემი შვილია - გაბრიელი.

 

­- რომელიმე ახალი წელი თუ დაგამახსოვრდათ განსაკუთრებულად?


- პირველი შვილი როდესაც შეგვეძინა და მასთან ერთად შევხვდით ახალ წელს, ეს იყო ყველასგან გამორჩეული ახალი წელი.

 

- დაბოლოს, რას უსურვებთ ქვეყანას და მოსახლეობას?


- ვუსურვებ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და სურვილების ასრულებას.




 

big_banner
არქივი