logo_geo
გოგლა ჟვანია: მე გოზინაყის მომზადებით შემოვიფარგლები
- +

1 იანვარი. 2017. 16:35


 



ყოფილმა პარლამენტარმა გოგლა ჟვანიამ „ქართულ აზრთან" საუბარში აღნიშნა, რომ მეკვლის ტრადიციის არ სჯერა, გოზინაყს კი თავად ამზადებს.

 

- სად ხვდებით ახალ წელს?


- ახალ წელს ყოველთვის ოჯახში ვხვდები.


- წინასაახალწლო სამზადისში თუ იღებთ მონაწილეობას?


- მე, ძირითადად, გოზინაყის მომზადებით შემოვიფარგლები.


- ოჯახში რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია ხომ არ გაქვთ?


- არაფერი განსხვავებული, ჩვეულებრივ, გვაქვს ტრადიციული სუფრა და ვიკრიბებით ოჯახის წევრები.


- მეკვლის ტრადიცია თუ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?

 

- არ მწამს ასეთი რაღაცების.


- განსაკუთრებულად თუ დაგამახსოვრდათ რომელიმე ახალი წელი?


- არ მახსენდება ეგეთი.


- რას უსურვებთ ქვეყანას და ხალხს?


- მომავალი წელი განვლილ წელზე უკეთესი იყოს.


 


 

big_banner
არქივი