logo_geo
დათო ოქიტაშვილი: ყველაფერი ცუდი 2016 წელმა წაიღოს - მთავარია გვიყვარდეს ერთმანეთი!
- +

1 იანვარი. 2017. 18:06




კულტურის პალატის პრეზიდენტმა დათო ოქიტაშვილმა როგორც „ქართულ აზრთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ახალ წელს ყოველთვის სახლში ხვდება, შემდეგ თავის მშობლებთან მიდის, ამის შემდეგ კი - მეუღლის მშობლებთან. მისი თქმით, ახალი წლისთვის მზადებას ოჯახი საკმაოდ ადრე იწყებს, ნაძვის ხის აწყობაში კი ყველა მონაწილეობს.


„საახალწლო მზადებას ცოტა ადრე ვიწყებთ, ვყიდულობთ საჩუქრებს და შემდეგ ნაძვის ხის ქვეშ ვალაგებთ. ნაძვის ხესაც საკმაოდ ადრე ვაწყობთ, პროცესში კი მთელი ოჯახი ვმონაწილეობთ. ყველა ჩართული ვართ სამზადისში, ფუნქციები გვაქვს გადანაწილებული. მე, როგორც მამაკაცს, პროდუქტების მიტანა მავალია", - განაცხადა ოქიტაშვილმა


მისი თქმით, 20 წელია, ერთი და იგივე მეკვლე ჰყავს. განსაკუთრებულად კი ის წელი ახსოვს, როდესაც პირველი შვილი შეეძინა.


„ჩვენი მეკვლე, დაახლოებით 20 წელია, ჩვენი დამხმარე ქალბატონია, არაჩვეულებრივი ადამიანი. მე მინდა, ჩემს ამაყ ერს მივულოცო დამდეგი ახალი წელი, სითბო, სიყვარული, ბედნიერება და ჯანმრთელობა ვუსურვო. 2016 წელმა წაიღოს ყველაფერი ცუდი. მთავარია, გვიყვარდეს ერთმანეთი", - განაცხადა დათო ოქიტაშვილმა. 




 

big_banner
არქივი