logo_geo
ჰონგ-კონგში „Vinexpo HK- 2018”-ზე ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია იყო წარმოდგენილი
- +

1 ივნისი. 2018. 11:39

 

ჰონგ-კონგში საერთაშორისო გამოფენა „Vinexpo HK- 2018“ გაიმართა, რომელზეც ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია იყო წარმოდგენილი.

 

ქართული კომპანიებისთვის აღნიშნულ  გამოფენაში მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე მოიძიონ ახალი იმპორტიორები, დაამყარონ  ბიზნეს-ურთიერთობები ახალ პარტნიორებთან.

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოდან წელს გამოფენაში მონაწილოებდნენ კომპანიები: „ჯიმშერი“, „ასკანელი ძმები“, „GWS“, „შატო მუხრანი”, „ბესინი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „მეღვინეობა ხარება“, „ზეარისი“, „თელიანი ველი“, „ჩიგოგიძე ვაინსი“, „თბილღვინო“, „შპს ქინძმარაული“ და „კორპორაცია ქართული ღვინო“.

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გამართეს ღვინის იმპორტიორებთან და კონსულტანტებთან, სადაც სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

ჰონგ-კონგის „Vinexpo HK“ წელს მე-20-დ გაიმართა და ის ღვინის ინდუსტრიაში წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი მოვლენად ითვლება, სადაც თავს იყრიან ათეულ ათასობით ღვინის პროფესიონალი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი, ბლოგერი, მწერალი, ჟურნალისტი და მოყვარული მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რაც ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს გაზარდონ ექსპორტი და გააფართოვონ სარეალიზაციო ბაზრები.

 

big_banner
არქივი