logo_geo
2018 წელს საქართველოში სამედიცინო პროცედურების მიღების მიზნით 13 900 უცხოელი ჩამოვიდა
- +

1 ივნისი. 2018. 16:49

 

2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოში სამედიცინო და გამაჯანსაღებელი პროცედურების მიღების მიზნით სულ 13 900 უცხოელი ჩამოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61,2%-ით მეტია.

 

„2017 წლის პირველ კვარტალში სამედიცინო მომსახურებისთვის 8 600 უცხოელი ეწვია საქართველოს. გარდა ამ სამედიცინო მომსახურებისა, ტურისტები გამაჯანსაღებელი კურორტების გამოც ჩამოდიან, რომელიც ჩვენთან საკმაოდ ბევრია. იგივე, ბორჯომი, წყალტუბო და ა.შ.“, - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მაია სიდამონიძე.

 

მისი თქმით, სამედიცინო მომსახურების მისაღებად ტურისტების ჩამოდინება, წლიდან წლამდე იზრდება. ამასთან, ვიზიტორების ძირითადი ნაწილი მეზობელი ქვეყნებიდანაა.

რაც შეეხება საქართველოში ზოგადად სამედიცინო ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს, მაია სიდამონიძე ამბობს, რომ ქვეყანას ამის რესურსი აქვს. თუმცა, მიმართულება განვითარებას მოითხოვს.

 

საერთაშორისო სტომატოლოგიური ცენტრის „ISO დენტის“ დირექტორი ნუცა ზურაბიანი აცხადებს, რომ მათ კლინიკაში ბოლო 5 წელიწადში უცხოელი პაციენტების რაოდენობა 100%-ით გაზრდილია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი