logo_geo
ფოიერვერკის გამოყენების წესები
- +

3 იანვარი. 2017. 10:55


 


ახალ წელს ნაძვის ხესთან თუ სხვა სიმბოლოებთან ერთად, ფოიერვერკებიც უკავშირდება. ის ჩინეთში X საუკუნეში გამოიგონეს. ჩინელებმა ბევრი სახეობის და ეფექტის მქონე ფოიერვერკი დახვეწეს და განავითარეს, ახლა კი, მათი დამზადება ცალკე პროფესიად და ხელოვნების სფეროდ ჩამოყალიბდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მომხმარებელთა უსაფრთხოებისთვის, საჭიროა მათი გამოყენების წესების დაცვა, რომლებსაც ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ.


1. არავითარ შემთხვევაში არ მოუკიდოთ ცეცხლი ფითილს თუ ხელში ფოიერვერკი გიჭირავთ, რადგან ის შეიძლება ვეღარ გააკონტროლოთ და სხვადასხვა სახის დაზიანება/დამწვრობა მიიღოთ.

 

2. შეარჩიეთ ადგილი, სადაც ახლოს არ იქნება სხვადასხვა სახის დაბრკოლება, როგორიცაა: ხეები, კორპუსები, სახლი, ბილბორდი და ასე შემდეგ.

 

3. ჩაარჭეთ ფოიერვერკი თოვლში ან მიწაში და დარწმუნდით, რომ ის მყარად იქნება მიმართული ცისკენ (იმ მხრიდან სადაც ფითილია).

 

4. დარწმუნდით, რომ თქვენი ფოიერვერკი არ არის მიმართული რამე სახის ობიექტისკენ.

 

5. მოუკიდეთ ფითილს და ფოიერვერკიდან მინიმუმ 5 ნაბიჯის მოშორებით გადაადგილდით. თქვენთან ერთად თუ სხვებიც არიან, მათაც თქვენს მსგავსად მოქცევა სთხოვეთ.

  

6. დაელოდეთ „შოუს" დაწყებას. იმ შემთხვევაში თუ ფოიერვერკი რაიმე მიზეზის გამო არ მუშაობს, არ მიუახლოვდეთ მას - სხვადასხვა ფოიერვერკს სხვადასხვა დრო სჭირდება „შოუს" დასაწყებად.

 

7. მას შემდეგ, რაც ფოიერვერკის მოქმედება დასრულდება, დატოვეთ ის ადგილზე. არ მიუახლოვდეთ, რადგან შეიძლება კიდევ იყოს დარჩენილი მისი ნაწილი.

 

8. მომდევნო დღეს იმ ადგილს მიაკითხეთ, საიდანაც ფოიერვერკი გაისროლეთ და მისი ნარჩენები ურნაში გადაყარეთ.  


წყარო: http://www.rogor.ge/

 

 

 

 

 

big_banner
არქივი