logo_geo
ლაშა ცუცქირიძე: „კაა“ მახრჩობელა გველია, აქციაზე მობილიზებულ მახრჩობელა გველებს მივმართე
- +

3 ივნისი. 2018. 15:42

 

პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქციების მონაწილე ლაშა ცუცქირიძე განმარტავს, რას ნიშნავს მის მიერ ნათქვამი „კაა“, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელებში განიხილება. ცუცქირიძე ამბობს, რომ კაა მახრჩობელა გველია და მან აქციაზე მობილიზებულ მახრჩობელა გველებს მიმართა.

 

„არ მქონდა დრო იმისთვის, რომ განმემარტა, რატომ ვთქვი „კაა“ – მულტფილმი გვაქვს ყველას ნანახი, „კაა“ მახრჩობელა გველია. მახრჩობელა გველები, რომლებიც იყვნენ აქ მობილიზებული, იმათ მივმართე, მაგრამ არ ამოყვეს თავი, თუმცა მოუწევთ“, – აღნიშნა ლაშა ცუცქირიძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი