logo_geo
ჯემალ ღაღანიძე: ერთხელ, ძაღლი შემოვიდა მეკვლედ, ჩემს ძმისშვილს დაასწრო, კარგი წელი იყო, სხვათაშორის
- +

3 იანვარი. 2017. 11:10


 



მსახიობი ჯემალ ღაღანიძე ახალ წელს ყოველთვის ოჯახში აღნიშნავს. როგორც მან „ქართულ აზრთან" საუბრისას განაცხადა, განსაკუთრებულად 1981 წელი ახსოვს, როდესაც „კავკასიურ ცარცის წრეს" საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.


„ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდები. მეუღლეს სამზადისში ვეხმარები, განსაკუთრებულ აქცენტს საცივზე ვაკეთებთ.

 

უკვე წლებია, სულ ერთი და იგივე მეკვლე გვყავს. ერთხელ, მახსოვს, ძაღლი შემოვიდა მეკვლედ, ჩემს ძმისშვილს დაასწრო, კარგი წელი იყო, სხვათაშორის.

 

ყველაზე განსაკუთრებული 1981 წელი იყო, როდესაც „კავკასიურ ცარცის წრეს" საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია მიენიჭა, 7 კაცი ვმონაწილეობდით და ყველანი მოსკოვში წავედით ჯილდოს ასაღებად,  ასევე, განსაკუთრებულია ის წელი, როდესაც „ვარსკვლავი" გამიხსნეს", - განაცხადა ღაღანიძემ.

 

მსახიობი ქვეყანას მშვიდობას და ტერიტორიულ მთლიანობას უსურვებს.


„ქვეყანას მშვიდობას, გაერთიანებას, გამთლიანებას და აქტიურ წელს ვუსურვებ. მოქალაქეებს კი - ჯანმრთელობასა და სურვილების ასრულებას", - განაცხადა ჯემალ ღაღანიძემ.



 

big_banner
არქივი