logo_geo
რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მონაწილე, რომელიც გადახტომით იმუქრებოდა, შენობიდან ჩამოვიდა
- +

4 ივნისი. 2018. 03:01

 

 

ზვიად კუპრავას მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილე ლუკა ფეიქრიშვილი კუს ტბის ტერიტორიაზე, ერთ-ერთი შენობიდან გადახტომით იმუქრებოდა. ის შს მინისტრ გიორგი გახარიასთან და საპატრულოს უფროსთან თემურ კუპატაძესთან შეხვედრას ითხოვდა.

 

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარება მივიდა. მოლაპარაკების შემდეგ, მასთან შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე მივიდა. მოადგილის თხოვნით ის ჩამოვიდა შენობიდან.

 

როგორც თავად ამბობს, ვაჟა-ფშაველას მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციამ გააჩერა პარლამენტის წინ, ზვიად კუპრავას ორგანიზებულ აქციაზე ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მისვლა აუკრძალა. მისი თქმით, პოლიციელი მას დაკავებით დაემუქრა, ჯარიმა დაუწერა.

 

ეს ადამიანი საღამოს, რამდენიმე საათის წინ, რუსთაველის გამზირზე აქციაზე იყო. ამის ფოტო მან Facebook-ზე თავად გამოაქვეყნა. ის პირდაპირ ეთერშიც მოხვდა რამდენიმე ტელევიზიის და ონლაინმედიის საშუალებით, როდესაც აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი