logo_geo
მდინარე მტკვრის დონე თბილისსა და მცხეთაში სამი დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება
- +

4 ივნისი. 2018. 16:37

 

 

სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ 5 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით ზაჰესის და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმიურ სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, მოხდება წყალსაცავების გარეცხვა, რაც მიზნად ისახავს წყალსაცავებზე დაგროვილი ნაგვის გატანა–გაწმენდას.

 

აღნიშნული სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დაცვით ჩატარდება.

 

გარეცხვითი სამუშაოები განხორციელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დოკუმენტის და კანონმდებლობით დადგენილი გარემოსდაცვითი ნორმების გათვალისწინებით. სამუშაოები შეთანხმებულია საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემასთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან.

 

გარეცხვითი სამუშაოები 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რაც გამოიწვევს ზაჰესისა და ორთაჭალჰესის 3 დღიან გაჩერებას. ამასთან, ორთაჭალჰესის წყალსაცავის გარეცხვა ხდება ზაჰესის წყალსაცავის გარეცხვის პარალელურად. შედეგად, თბილისში და მცხეთაში, მდინარე მტკვრის კალაპოტში წყლის დონე დაიწევს და დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს.

 

სს „ენერგო–პრო ჯორჯია გენერაცია“ ყოველწლიურად ატარებს კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰესების წყალსაცავების გაწმენდით სამუშაოებს, რაც ხელს უწყობს ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურ მუშაობას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი