logo_geo
ია სუხიტაშვილი: განსაკუთრებულად ჩემი შვილის პირველი ახალი წელი მახსენდება
- +

2 იანვარი. 2017. 15:56


 

 

 

მსახიობი ია სუხიტაშვილი ახალ წელს დიდი სურვილებით ეგებება და დარწმუნებულია, რომ ისინი შემდეგ წელს აუცილებლად აუხდება. როგორც „ქართულ აზრთან" საუბარში აღნიშნა, მეკვლის ტრადიციის სჯერა და თავადაც იმდენად კარგი ფეხი აღმოაჩნდა, რეკლამაც გაუწიეს და ეჭვობს, წელსაც არ ასცდება მეკვლეობა.


- სად ხვდებით ახალ წელს და რაიმე ტრადიცია ხომ არ გაქვთ?

 

- ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდები და რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია არ მაქვს. უბრალოდ, ბავშვობიდან ყოველთვის ვუთქვამდი რაღაც სურვილს და მჯერა, რომ იმ წელს ის სურვილი აუცილებლად ამიხდება.


-საახალწლო სამზადისში თუ იღებთ მონაწილეობას?

 

- საახალწლო სამზადისში ვმონაწილეობ, მაგრამ უფრო პროდუქტების ყიდვაში, კერძებს  კი, დედა ამზასებს. ყველაზე გამორჩეულად გოზინაყი მიყვარს. ჩურჩხელასაც განსაკუთრებული გემო აქვს ახალ წელს.


- გჯერათ მეკვლის ტრადიციის?

 

- მეკვლის ტრადიციის მჯერა. წინა წელს პირველად მომიწია მეკვლეობა და ისეთი კარგი ფეხი აღმომაჩნდა, რეკლამაც გამიწიეს და მგონი, ამ წელსაც არ ამცდება. ზოგადად, ოჯახი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, თუ ვინ უნდა იყოს ოჯახის მეკვლე, მაგრამ ახალ წელს ოჯახში ცუდი სურვილებით ვინ შემოვა?!


ჩვენი ოჯახის მეკვლე ჩემი შვილია, ცხრა წლის ლუკა და ყველაზე განსაკუთრებულადაც ლუკას პირველი ახალი წელი მახსენდება. მახსოვს, მაშინ ძალიან კარგ განწყობაზე ვიყავი.  


- რას უსურვებთ ჩვენს ქვეყანას და ხალხს?

 

- მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ახალი წელი და პირველ რიგში ჯანმრთელობა ვუსურვო. ამის შემდეგ კი, ყველას ხვავს და ბარაქას ვუსურვებ, რადგან ჩვენს ქვეყანაში გაჭირვება ძალიან მძლავრობს. მატერიალური კეთილდღეობის შემდეგ კი, ფიქრი უკვე სულიერზე იწყება, ამიტომ ეს აუცილებელია. სხვა ორიგინალურობით გამორჩეული ვერ ვიქნები.





 

big_banner
არქივი