logo_geo
განაახლებს თუ არა მეტროპოლიტენი მუშაობას, ისევ უცნობი რჩება
- +

5 ივნისი. 2018. 01:28

 

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის შეხვედრა თბილისის მერიაში კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. როგორც ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, თბილისის მერიის წარმომადგენლები ამ წუთებში გლდანის დეპოში მიდიან, სადაც თბილისის მეტროპოლიტენის სხვა გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდებიან და მოლაპარაკებებს გამართავენ. ვიცე მერმა აღნიშნა, რომ პრობლემის მოგვარების კუთხით მზაობა მხარეებს შორის არსებობს.

 

თავის მხრივ, კომენტარი გააკეთეს მეტროპილიტენის იმ თანამშრომლებმაც, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ და აღნიშნეს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იქნება ერთობლივი მსჯელობის საფუძველზე.

 

 

 

თბილისის მერიაში დახურულ კარს მიღმა შეხვედრა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი