logo_geo
„მეტრო მუშაობას არ განაახლებს!“ - მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილმა კახა კალაძესთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა
- +

5 ივნისი. 2018. 02:48

 

 

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილმა დედაქალაქის მერთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც მემანქანეებმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადეს, თბილისის მერი კახა კალაძე მათ ეუბნება, რომ ხელფასების მომატებას მერია 2019 წლიდან განიხილავს, რასაც მემანქანეები არ ეთანხმებიან. დეპოს მორიგის, ვანო მარუაშვილის თქმით, ამ დროისთვის პროტესტი გრძელდება და მეტრო ხვალ დილით მუშაობას არ განაახლებს.

 

შეხვედრა მედიისთვის დახურულია. როგორც მერიის პრესსამსახურში ამბობენ, შეხვედრა ჯერ არ დასრულებულა და საბოლოო გადაწყვეტილება მიღწეული არ არის.

 

ამ წუთებში გლდანის დეპოში მემანქანეების გაფიცვა გრძელდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი