logo_geo
„კრისტალბეთი“ Bwin-ისა და PartyPoker-ის ოჯახის წევრი გახდა
- +

5 ივნისი. 2018. 18:50

 

აზარტული თამაშების უმსხვილესმა საერთაშორისო ჰოლდინგმა GVC Holdings PLC-მ ქართული ონლაინ ტოტალიზატორის და კაზინოს ოპერატორის „კრისტალბეთის“ 51%-იანი წილი 41 მილიონ ევროდ შეიძინა. დარჩენილი 49%-ის შეძენას GVC ჰოლდინგი 2021 წლისთვის გეგმავს. ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურნენ წამყვანი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები: „Financial Times“, „SBC News“, „EGR Global“ და სხვა.

 

საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გარიგებით „კრისტალბეთმა“ ოფიციალურად მოიპოვა უფლება, მომხმარებლებს შესთავაზოს GVC-ის პორტფოლიოში არსებული პროდუქტები. ამ დროისთვის „კრისტალბეთის“ მომხმარებლებს უკვე აქვთ წვდომა ისეთი პროვაიდერების პროდუქციაზე, როგორებიც არიან Yggdrasil და NetEnt. მხოლოდ „კრისტალბეთის“ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი WIN studio-ს ექსკლუზიური სლოტ თამაშები, რომლებიც რამდენიმემილიონიან ჯეკპოტებს სთავაზობენ მომხმარებლებს. 

 

„თანამშრომლობის მოკლე პერიოდში ბრიტანულმა ჰოლდინგმა ქართულ კომპანიაში ბევრი სიახლე დანერგა და ამიერიდან, „კრისტალბეთის“ მომხმარებლებს ბაზარზე საუკეთესო და ყველაზე ფართომასშტაბიან პროდუქციასთან ექნებათ წვდომა“, - განაცხადა GVC-ის ოპერაციების მთავარმა მენეჯერმა შაი სეგევმა.

 

პოკერის განვითარება, გრანდიოზული აქციები და ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე დიდი ჯეკპოტები - ეს იმ სიახლეთა არასრული ჩამონათვალია, რომელსაც „კრისტალბეთი“ საკუთარ მომხმარებლებს უახლოეს მომავალში შესთავაზებს.

 

 „კრისტალბეთის“ აღმასრულებელი დირექტორი კობა გიგლემიანი აღნიშნავს, რომ GVC ჰოლდინგის მხარდაჭერა ბიზნესზე უკვე დადებითად აისახა. გიგლემიანი ხაზს იმ გარემოებას უსვამს, რომ „კრისტალბეთის“ მომხმარებლებს ევროპული სტანდარტების შესაბამისი გარემო და პროდუქცია დახვდებათ ვებგვერდზე.

 

„პროგრესი, რომელსაც ჩვენ მცირეხნიანი თანამშრომლობის შედეგად ვხედავთ, მომავლის დიდ იმედს გვაძლევს. ჩვენ წინსვლისა და მომხმარებლისთვის საუკეთესო სათამაშო გამოცდილების შესაქმნელად მზად ვართ“, - აცხადებს კობა გიგლემიანი.

 

GVC-ის ჰოლდინგში ისეთი დიდი კომპანიები შედიან, როგორებიცაა ყველასათვის კარგად ცნობილი: Bwin, partypoker, Ladbrokes, PartyCasino, Betboo, Sportingbet და ა.შ. ამ სიაში „კრისტალბეთმა“ საკუთარი ადგილი უკვე დაიკავა და ახლა დიდი მიზნებისთვის იბრძვის.

 

„ამჟამად „კრისტალბეთი“ ქართულ ბაზარზე წამყვან პოზიციას იკავებს,  თუმცა უკანასკნელ წლებში კომპანიის ზრდის მაჩვენებელი და GVC-ის მხარდაჭერა მოლოდინს გვიქმნის, რომ კომპანია კიდევ უფრო განვითარდება და გააძლიერებს საკუთარ პოზიციებს ბაზარზე“, - აღნიშნა „კრისტალბეთის“ ბიზნესის განვითარების დირექტორმა ჯაბა პეიტრიშვილმა.

 

GVC-ის დიდ ოჯახში „კრისტალბეთის“ შესვლასთან დაკავშირებით პრეზენტაცია ივლისის თვეში იგეგმება. მანამდე კი კომპანია მომხმარებლებს უამრავ სიახლეს უმზადებს.

 

 

 

 

big_banner
არქივი