logo_geo
თბილისი მეტროს გარეშე, დღე მეორე - ფოტოამბავი
- +

5 ივნისი. 2018. 20:26

 

მეორე დღეა, დედაქალაქში მეტროპოლიტენი არ მუშაობს, დაკეტილია ყველა სადგური.

 

აღმოჩნდა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ყველას არ აქვს. ჩვენმა ფოტოობიექტივმა დღეს დააფიქსირა მგზავრები, რომლებსაც მეტროს შესასვლელის კარი დაკეტილი დახვდათ.

 

თუმცა, მოსახლეობის უმრავლესობა ინფორმირებულია და ორი დღეა, საზოგადოების განხილვის მთავარი თემა დედაქალაქის სატრანსპორტო კოლაფსია.

 

 

 

 

 

 

ალტერნატიული საქალაქო ტრანსპორტი ავტობუსია, რომელიც ორი დღეა, უფასოა. თუმცა, ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ ავტობუსში ადგილი შეგხვდეს.

 

 

 

 

 

ვისაც ავტობუსში ადგილი არ შეხვდება, სამარშრუტო მიკროავტობუსით ან ტაქსით მგზავრობს. მგზავრები ამბობენ, რომ ტაქსის მძღოლების უმრავლესობა შექმნილი ვითარებით სარგებლობს და ჩვეულებრივზე ძვირს ითხოვს მომსახურებაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამუშავდება თუ არა ხვალ მეტრო – ეს ამ დრომდე უცნობია. ბოლო ინფორმაციით, გაფიცული მემანქანეები ითხოვენ ოფიციალურ დასტურს, რომ ხელფასი მომავალი წლიდან მოემატებათ. შედგება თუ არა შეთანხმება მემანქანეებსა და თბილისის მერიას შორის, ჯერ უცნობია. მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, მეტროს მემანქანეების ხელფასების გაზრდა არ იგეგმება.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი