logo_geo
სახალხო დამცველის ოფისში ბზარები გაიზარდა და თანამშრომლების ნაწილის სხვაგან გადაყვანა გახდა საჭირო
- +

6 ივნისი. 2018. 14:01

 

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის სამუშაო ოფისში მიწისძვრის შედეგად ბზარები გაიზარდა, ამიტომ საჭიროა თანამშრომლების ნაწილის სხვა სამუშაო ოფისში გადაყვანა.

 

„მეგობრებო, გუშინდელი მიწისძვრის შემდგომ, ჩვენ ოფისში ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელთა ნაწილს მიწის ქვედა სართულებზე უწევს მუშაობა, რაც ნგრევის შემთხვევაში ევაკუაციის სირთულეს ქმნის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სართულებზე განთავსებული სამსახურები, რომლებიც მომეტებული საფრთხის ქვეშ არიან, გადავიყვანოთ სხვა შენობებში. მინდა მივმართო ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციას, თუკი გაქვთ კეთილი ნება და სამუშაო სივრცე, რომ სახალხო დამცველის თანამშრომლები დაუყონებლივ და დროებით მოთავსდნენ და ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო გარემო, გამოგვეხმაურეთ. რაოდენობებს მოგაწვდით“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.

 

 

big_banner
არქივი