logo_geo
კახა კალაძე: ასეთ რთულ ვითარებაში მოსახლეობის მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია
- +

6 ივნისი. 2018. 14:30

 

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ავტობუსების მძღოლებს, რომლებმაც მეტროს მემანქანეების გაფიცვის დღეებში განსაკუთრებული დატვირთვით იმუშავეს.

 

ამასთან, მერმა მადლობა გადაუხადა დედაქალაქის მოსახლეობას და აღნიშნა, რომ ამ დღეების განმავლობაში, მათ თანადგომას გრძნობდა.

 

„მე ვგრძნობდი მოსახლეობის თანადგომას და არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ არჩევნებში თანადგომა, ასეთ რთულ ვითარებაში მათი მხარდაჭერა ჩემთვის მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მიჩნდება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

big_banner
არქივი