logo_geo
ომარ ნიშნიანიძე: განსაკუთრებით მინდა ეს ახალი წელი მივულოცო იმ ადამიანებს, ვისაც რაღაც უჭირს
- +

2 იანვარი. 2017. 21:23




„ახალი წელი ჩემთვის ყოველთვის ერთ-ერთი ლამაზი დღესასწაულია და ვფიქრობ, წელსაც ასე იქნება", - ამბობს „ქართულ აზრთან" საუბარში ომარ ნიშნიანიძე. როგორც თავად აცხადებს, ახალ წელს ძირითადად ოჯახში ხვდება.



„ძირითადად ოჯახში ვიკრიბებით, შვილებთან და ნათესავებთან ერთად, მაგრამ არის გამონაკლისებიც, მაგალითად, შარშან ვიყავით ჩემს ქალიშვილთან ოჯახში და იქ მივულოცეთ ერთმანეთს ახალი წელი", - ამბობს ომარ ნიშნიანიძე.



საახალწლო სამზადისში აუცილებლად მონაწილეობს და მეუღლეს კერძების მომზადებაშიც ეხმარება.


„აუცილებლად ვიღებ მონაწილეობას საახალწლო სამზადისში, მაგალითად, ნაძვის ხის მორთვაში, პურმარილის მომზადებაში, ძველი კულინარი ვარ, ასე რომ, შეიძლება ამაშიც მივეხმარო მეუღლეს და ეს ძალიან სახალისოა", - ამბობს ნიშნიანიძე.


ნიშნიანიძე „ქართული აზრის" მეშვეობით ულოცავს ახალ წელს სრულიად საქართველოს. იმ ადამიანებს კი, ვისაც პრობლემები აქვს ან უჭირს, უსურვებს, რომ 2017 წელი მათი სურვილების ასრულების წელი იყოს.


„ვულოცავ ჩვენს ქვეყანას. ვუსურვებ ჯანმრთელობას და წარმატებას თავიანთ საქმეში. ვუსურვებ კეთილდღეობას, მათ შორის მატერიალურსაც და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იმდენად გამოსწორდება, რომ გაჭირვებულები აღარ იქნებიან. განსაკუთრებით მინდა ეს ახალი წელი მივულოცო იმ ადამიანებს, ვისაც რაღაც უჭირს, შეიძლება ჯანმრთელობის მხრივ, მატერიალურად ან, შეიძლება საზღვარგარეთ არის და ენატრება თავისი სამშობლო, ოჯახი. ყველას მივულოცავ და ვუსურვებ, რომ ეს წელი მათი სურვილების ახდენის წელი ყოფილიყოს", - ამბობს ომარ ნიშნიან

 

 

big_banner
არქივი