logo_geo
რეზო ამაშუკელი: ადრე, ახალი წელი ყოველთვის მიხაროდა - ირაკლი აბაშიძე შემოაღებდა ხოლმე კარს და...
- +

2 იანვარი. 2017. 22:10


 



პოეტი რეზო ამაშუკელი უკვე განსაკუთრებულ მნიშვნელობას არაფერს ანიჭებს. როგორც „ქართულ აზრთან" საუბრისას პოეტმა აღნიშნა, ახალ წელს მისი ოჯახის კარს ირაკლი აბაშიძე შემოაღებდა ხოლმე და ეს მისთვის დიდი ბედნიერება იყო. ახლა კი თვლის, რომ ყველაფერი გაუფასურდა.


- ბატონო რეზო, სად ხვდებით ხოლმე ახალ წელს?

 

- ყოველთვის სახლში ვხვდები. ჩემი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები მოდიან და მათთან ერთად ვხვდები ხოლმე ახალ წელს.


- ანიჭებთ თუ არა მეკვლის ტრადიციას განსაკუთრებულ მნიშვნელობას?

 

- იცით, იმდენად გაუფასურდა ყველაფერი ტრადიციული, რომ უკვე განსაკუთრებულ მნიშვნელობას აღარაფერს ვანიჭებ. რომელ ტრადიციაზე უნდა ვილაპარაკო, ეშმაკის ბორბალი გადმოჰყურებს ქალაქს ზემოდან! ტელევიზორს ჩართავ და გული გერევა -  ყოველ წუთს სულელების ჭყვიტინია! 


არადა ადრე, ახალი წელი ყოველთვის მიხაროდა. ირაკლი აბაშიძე შემოაღებდა ხოლმე კარს და ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო. ამხელა კაცი კადრულობდა ჩემთან მოსვლას და ახალი წლის მოლოცვას.


- რას უსურვებთ, ბატონო რეზო, საქართველოს და ქართველ ხალხს?

 

- რა უნდა მივულოცო ჩემს ქვეყანას... პირდაპირ ვაცხადებ, ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს ის, ხვალინდელ დღეზე თუ არ დაფიქრდება, მისი ყველაფერი წყალშია გადაყრილი!



 

big_banner
არქივი