logo_geo
ტოჩინოშინი: ბევრჯერ ისეთი სიტყვებიც წამიკითხავს, ცრემლები მომრევია
- +

8 ივნისი. 2018. 15:01

 

 

„ბევრჯერ ისეთი სიტყვებიც წამიკითხავს, ცრემლებიც მომრევია - დიდ მადლობას ვუხდი მთელ ერს, მთელ საქართველოს გვერდში დგომისთვის და გულშემატკივრობისთვის“, - ამის შესახებ პირველმა ქართველმა ოძეკმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) კავკასიის უნივერსიტეტში გულშემატკივრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

„ძალიან ბედნიერი ვარ, ამდენი გაღიმებული სახე რომ დავინახე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მთელი ერი, მთელი საქართველო ბაშოს მიმდინარეობის დროს 15 დღე ჩემს გვერდით იყო. ვიდეოებს და სხვადასხვა ჩანაწერს ვნახულობდი, რომელმაც გულწრფელად მომცა ძალა. ბევრჯერ ისეთი სიტყვებიც წამიკითხავს, ცრემლებიც მომრევია. დიდ მადლობას ვუხდი მთელ ერს, მთელ საქართველოს გვერდში დგომისთვის და გულშემატკივრობისთვის“, - განაცხადა ტოჩინოშინმა.

 

რაც შეეხება ოძეკის სტატუსის მიღების შემდეგ დამატებით ვალდებულებებს, ლევან გორგაძის განმარტებით, აქამდე რა ვალდებულებებიც ჰქონდა, კიდევ ორი ამდენი დაემატება.

 

„ძალიან ფართო თემაა და ახლა ვერ მოგიყვებით, მაგრამ რაც დღემდე მევალებოდა, ალბათ, ორი იმდენი მევალება იაპონიაში დაბრუნების შედეგ. შევეცდები, ჩემი მოვალეობები - სპორტული იქნება თუ ტრადიციული, ვატარო ისე, როგორც მე შემეფერება“, - განაცხადა ტოჩინოშინმა.

 

ლევან გორგაძემ შეხვედრის მიმდინარეობისას გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა და  სამახსოვროდ ავტოგრაფებიც დაურიგა.

 

 

big_banner
არქივი