logo_geo
ხელვაჩაურში, მდინარე აჭარისწყალზე ჯომარდობისას 4 ტურისტი დაიღუპა
- +

8 ივნისი. 2018. 16:12

 

 

ხელვაჩაურში, მდინარე აჭარისწყალზე ჯომარდობის დროს ოთხი ტურისტი დაიღუპა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და სამართალდამცველები. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

 

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას.

 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულები უკრაინის მოქალაქეები არიან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი