logo_geo
ზედიზედ მეორედ ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონი გახდა
- +

9 ივნისი. 2018. 11:15

 

ზედიზედ მეორედ ზაზა ფაჩულია და მისი „გოლდენ სტეიტი“ NBA-ს ჩემპიონი გახდა. ფინალური სერიის მე-4 შეხვედრაში „უორიორსმა“ „კლივლენდი“ მისსავე პარკეტზე 108:85 დაამარცხა.

 

სტუმართა ქართველმა ცენტრმა 02:47 წუთში 2 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი 37 ქულით სტეფ კარი გახდა.

 

„გოლდენ სტეიტი“ ისტორიაში NBA-ს ჩემპიონი მეექვსედ გახდა. ზაზა ფაჩულია კი მეორე საჩემპიონო ბეჭედს დაისაკუთრებს.

 

 

 

 

big_banner
არქივი