logo_geo
გომბორზე ავარიისას დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა
- +

9 ივნისი. 2018. 12:32

 

გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. შსს-ს ინფორმაციით, ოთხი დაღუპულიდან სავარაუდოდ, ორი მშობელია, ორი კი ბავშვი. დაშავებულია 10-მდე ადამიანი.

 

ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. მობილიზებულია სასწრაფო და სამაშველო ბრიგადები, ასევე საპატრულო პოლიცია. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მიკროავტობუსი, რომელსაც თბილისიდან კახეთში ბავშვები ექსკურსიაზე მიჰყავდა, ხევში გადავარდა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი