logo_geo
პეკინის ქუჩაზე ავარიის შედეგად სასწრაფოს ექიმი დაშავდა
- +

9 ივნისი. 2018. 23:33

 

თბილისში, პეკინის ქუჩაზე სასწრაფო დახმარების მანქანა და „ტოიოტას“ მარკის ტაქსი შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად, სასწრაფოს ექიმი დაშავდა. დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების სხვა ბრიგადამ აღმოუჩინა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის დაშავებული თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

​შსს-ის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი