logo_geo
„ჯორჯიან მანგანეზის“ თანადაფინანსებით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლების შვილები და შვილიშვილები სურამში ისვენებენ
- +

10 ივნისი. 2018. 13:11

 

 

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ თანადაფინანსებით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლების შვილები და შვილიშვილები სურამში ისვენებენ.

 

როგორც იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, კახა მაჩიტიძემ განაცხადა, სოციალური პროექტის ფარგლებში, პირველი 20-კაციანი ჯგუფი სურამში უკვე გაემგზავრა. მისივე თქმით, ბავშვებს სურამში კარგი პირობები აქვთ კარგად ისვენებენ.

 

„პროფკავშირთან მომართვიანობის შედეგად, ჩვენ ვთხოვეთ „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს, ნიკოლოზ ჩიქოვანს, რომ ჩვენი თანამშრომლების შვილები და შვილიშვილები გაგვეშვა სურამში დასასვენებლად და არა მარტო დასასვენებლად, არამედ პროფილაქტიკის მიზნითაც. სასიხარულოა, რომ შედგა ეს შეთანხმება და 1-ელ ივნისს, პირველი 20-კაციანი ჯგუფი უკვე გავუშვით. დაფინანსების ძირითად ნაწილს კომპანია დაფარავს. რაც მთავარია, ბავშვები კმაყოფილები არიან და კარგი პირობები აქვთ, ისინი 10 დღე დარჩებიან სურამში, ხოლო მეორე ჯგუფი 12 ივნისს გაემგზავრება“, - განაცხადა კახა მაჩიტიძემ.

 

კომპანიის სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა, განაცხადა, რომ მსგავსი სოციალური პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც პროექტი წარმატებით ხორციელდება და ბავშვებიც კმაყოფილები არიან.

 

„ჯორჯიან მანგანეზისთვის“ მნიშვნელოვანია მსგავს პროექტებში მონაწილეობა. აღნიშნული პროექტიც წარმატებით განხორციელდა და როგორც ვიცი, ბავშვებიც კმაყოფილები არიან. კომპანია ყოველთვის მზადაა, ხელი შეუწყოს ასეთ ინიციატივას და გარკვეული წვლილი შეიტანოს მომავალი თაობის განვითარებაში“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი