logo_geo
საქართველოს საპატრიარქო: გვინდა ვთხოვოთ მედიასაშუალებებს, რომ სიცრუის ტირაჟირებას ხელი არ შეუწყონ
- +

12 ივნისი. 2018. 00:51

 

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ:

 

„ვრცელდებოდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოცემული წიგნის - „ნათელი ქრისტესი. საქართველოს“ I და II ტომები 3000 ლარი ღირს.

 

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს წიგნი, მართალია, გამოიცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, მაგრამ იგი არის სასაჩუქრე და არასდროს მომხდარა მისი გაყიდვა.

 

როგორც გაირკვა „წიგნის სახლში“ ტრილოგიის I და II ტომი   გასაყიდად კერძო პირმა  მიიტანა და რამდენიმე დღეში თავადვე უკან წაიღო. სამწუხაროდ, მისი სახელი და გვარი არ გაგვიმხილეს.

 

გვინდა ვთხოვოთ მედიასაშუალებებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან თავი შეიკავონ და უნებლიედ ხელი არ შეუწყონ სიცრუის ტირაჟირებას”, –აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი