logo_geo
ქუთაისელმა მოსწავლემ იტალიაში 70 000-დოლარიანი სასწავლო გრანტი მოიპოვა
- +

12 ივნისი. 2018. 01:20

 

ქუთაისელმა მარიამ ერაძემ გაერთიანებული მსოფლიო კოლეჯების (UWC) იტალიის, ადრიატიკის ფილიალში 100%-იანი, 70 000 დოლარიანი სასწავლო გრანტი მოიპოვა. დაფინანსება 2 წლის განმავლობაში სრულად ანაზღაურებს სწავლისა და საცხოვრებლის ხარჯებს.

 

მარიამ ერაძის თქმით, 2-წლიანი ინტერნაციონალური ბაკალავრის კურსი უნდა გაიაროს, სადაც სხვადასხვა მიმართულებიდან საგნებს თავად აირჩევს. 2 წლიანი კურსის დასრულების შემდეგ მარიამს შესაძლებლობა ექნება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელოს სწავლა.

 

მარიამ ერაძის თქმით, ის ტექნიკური მიმართულების არჩევას გეგმავს. მისივე თქმით, ადრიატიკის კოლეჯში მოსახვედრად რამდენიმე ეტაპი გაიარა, მათ შორის პირველი საფეხური იყო აპლიკანტის შერჩევა, შემდეგ კი სკაიპით და პირადი გასაუბრებები.

 

მარიამ ერაძე ახალგაზრდა მეცნიერია, რომელმაც გიორგი ფხაკაძესთან ერთად, დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის განსაკუთრებული პროდუქტი შექმნა და ლეონარდო დავინჩის კონკურსის პირველი ადგილის მფლობელიც გახდა. მარიამი და გიორგი მეცნიერულ ნაშრომზე ”ცოცხალი საკვები” რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

 

პროდუქტის შესაქმნელად ქუთაისელმა მოსწავლემ ქართული კულტურები შეარჩია. პროექტზე მუშაობისას და მარცვლეულის გაღვივების დროს ქართული მინერალური წყალი შეარჩიეს. აღმოცენებული მარცვლეულის გამოყენებით ახალგაზრდა მეცნიერებმა საკვები პროდუქტი სოიოს რძის, სოის გამონაწნეხის, მისი სხვა პროდუქტებისა და პურის სახით შექმნეს. ამარანტი უნიკალურ ნივთიერებას ანტიოქსიდანტს სკვალენს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას ქსოვილების ჟანგბადით გამდიდრების ხარჯზე. მიღებულ პროდუქტებში გლიკემიური ინდექსი მხოლოდ 28 ერთეულს შეადგენს, მაშინ როდესაც დიაბეტით დაავადებულთათვის მისაღები 40 ერთეულიც კია. საქართველოში მსგავსი პროდუქტი ფაქტობრივად, არ იწარმოება.

 

მარიამ ერაძე იტალიაში, ადრიატიკის კოლეჯში სწავლას მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოდან დაიწყებს.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი