logo_geo
საბურთალოს ახალ გზაზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგა
- +

12 ივნისი. 2018. 11:13

 

 

საბურთალოს ახალ გზაზე მოძრაობა დილიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგა. შსს-ს ინფორმაციით, უამინდობის გამო, გვიან ღამით, ვერეს ხეობის მიმართულებით მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი მოქმედებდა.

 

გუშინ ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში ტრანსპორტის გადაადგილების მიმართულებით პრობლემები შექმნა.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ყველაზე მეტი შეტყობინება გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან დაფიქსირდა. ქალაქის მასშტაბით, სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყო თბილისის ყველა სახანძრო-სამაშველო სამსახური.

 

 

big_banner
არქივი