logo_geo
კახა კალაძე: თითოეული წყალში დაკარგული სიცოცხლის ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენს გულებში...
- +

13 ივნისი. 2018. 00:24

 

 

თბილისის მერი კახა კალაძე 13 ივნისის ტრაგედიიდან 3 წლის თავს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

 

„სამი წლის წინ დატრიალებული უბედურება ვერეს ხეობაში გუშინდელივით გვახსოვს ყველას... რამდენჯერმე მოხდა წყალდიდობა თანამედროვე თბილისში და ყველა ეს ტრაგედია წლები, თაობები ახსოვდა ქალაქს... ასეთ ჭრილობებს დრო ვერ აშუშებს, უბრალოდ ვეჩვევით ამ ჭრილობებით ცხოვრებას.

თითოეული წყალში დაკარგული სიცოცხლის ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენს გულებში.

სტიქიის წინააღმდეგ მებრძოლი მაშველების და მოხალისეების გმირობა მუდამ დარჩება ჩვენს მადლიერებაში.

ახალგაზრდებო- საოცარი თაობა მოდიხართ და გისურვებთ ეს თავისუფლების ჟინი, ერთობა და მიზანსწრაფულობა არასდროს დაგეკარგოთ- ვამაყობ თქვენით“ ,- წერს კალაძე.

 

 

big_banner
არქივი