logo_geo
დარეჯანის ისტორიულ სასახლეში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება
- +

13 ივნისი. 2018. 18:31

 

დარეჯანის ისტორიულ სასახლეში სარეაბილიტაციო აღდგენითი სამუშაოები იწყება. სასახლეს სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდება. სპეციალისტების კვლევამ აჩვენა, რომ თუ სამუშაოები დროულად არ დაიწყება,  კომპლექსს საფრთხე ემუქრება და შესაძლოა გალავნის კედლები დაინგრეს.

 

ნაგებობას და მის გალავანს ყველაზე მეტად გრუნტის ჩამომდინარე წყლები აზიანებს, კედლები ნესტიანი და დაბზარულია.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, პირველ არხთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მე-18 საუკუნის ძეგლზე სიღრმისეული კვლევა გასულ წელს დაიწყო.

 

„ვაკვირდებით, რა პროგრესით ვითარდება ძეგლისთვის არასასიამოვნო პროცესები. გარკვეული საფრთხეები გამოიკვეთა და რეკომენდაციების მიხედვით, სასახლეს სამუშაოები ჩაუტარდება“,- აცხადებს ანთიძე.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ჩაატარებენ. სარესტავრაციო აღდგენითი სამუშაოებისთვის რამდენიმე მილიონი ლარი გამოიყოფა, მანამდე კი თბილისის განვითარების ფონდმა დარეჯანის სასახლის პროექტირებისთვის 250 ათასი ლარი გამოყო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი