logo_geo
კახა კალაძე: გვინდა, ახლანდელი ზოოპარკის ტერიტორია „მზიურის“ პარკს დავუკავშიროთ
- +

13 ივნისი. 2018. 18:35

 

 

თბილისის მერმა კახა კალაძის განცხადებით, ახლანდელი ზოოპარკის ტერიტორია „მზიურის“ პარკს დაუკავშირდება. მისი თქმით, ქალაქის ცენტრში ერთიანი საპარკო სივრცე განთავსდება.

 

„თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე,  დენდროლოგიური პარკის ახლოს ზოოპარკის გადატანა, წინა მერიის პირობებში დაიწყო. ჩვენ მას ერთიან კონტექსტში განვიხილავთ. დენდროლოგიური პარკის მოწყობა ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, ისევე, როგორც ზოოპარკის კეთილმოწყობა. გვინდა, ახლანდელი ზოოპარკის ტერიტორია  „მზიურის“ პარკს დავუკავშიროთ და გახდეს ერთიანი საპარკო სივრცე, რომელიც ქალაქის ცენტრში იქნება განთავსებული”,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი