logo_geo
გიორგი ვოლსკი: პრეზიდენტის ვადამდე გადადგომა ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება
- +

3 იანვარი. 2017. 21:35


 


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება არა პროგნოზი, არამედ მოწოდება უფროა.


ვოლსკის განცხადებით, მოვლენების მსგავის სცენარით განვითარება ქვეყნისთვის არადროული და დაამაზიანებელი იქნება.


„მოწოდებისავით გაჟღერდა, დანარჩენი დათოს ჰკითხეთ. ვფიქრობ, რომ უსაფუძვლო, არადროული, არაკონსტრუქციული და ქვეყნისთვის ნამდვილად დამაზიანებელი იქნება, თუკი ეს მოვლენები ნამდვილად ასე განვითარდება. ეს არის ახალი დაძაბულობის, ახალი დაპირისპირების სცენარისკენ მოწოდება და არა საექსპერტო ანალიზი. იმ პარტიებს და იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების პერსეპექტივა არ გააჩნიათ, იმათთვის ასეთი სცენარი შეიძლება იყოს მისაღები", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის ვადამდე გადადგომას პროგნოზირებს. 


 

big_banner
არქივი