logo_geo
თბილისში 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოთ „ბეგის“ ძეგლი დაიდგმება
- +

14 ივნისი. 2018. 10:52

 

 

დედაქალაქის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას განცხადებით, თბილისში 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოთის ძეგლი დაიდგმება და მოხალისეების სახელობის ჯილდო დაწესდება.

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბეჰემოთის ძეგლის ავტორი ნიკუშა შენგელაია, ხოლო შემსრულებელი ლევან ვარდოსანიძე იქნებიან.

 

„13 ივნისის ტრაგედიის მეორე დღეს, მთელი მსოფლიო საუბრობდა ქუჩაში მოსეირნე ბეჰემოთზე, რომელიც სტიქიას გადაურჩა. შემდეგ „ბეგი“ ერთგვარ სიმბოლოდ იქცა ხელოვანების, მოხალისეების და ამიტომ დედაქალაქის მერიამ გადაწყვიტა, რომ თბილისში დაიდგას ბეჰემოთ „ბეგის“ ძეგლი. ასევე, 2019 წლიდან ყოველ 13 ივნისს, იმ მოხალისეების სახელით, რომლებიც სტიქიას შიშველი ხელებით ებრძოდნენ, სხვა მოხალისეებს, რომლებიც თბილისზე მზრუნველნი იქნებიან, ჯილდო გადაეცეთ“, – აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

 

 

big_banner
არქივი