logo_geo
2015 წლის 13 ივნისს დანგრეული წყნეთი-ბეთანიის გზა 29 ივნისს გაიხსნება
- +

15 ივნისი. 2018. 12:30

 

2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს დანგრეული წყნეთი-ბეთანიის გზა 29 ივნისს გაიხსნება.

 

გზის მშენებლობის ფარგლებში მოეწყო უსაფრთხოების ბარიერები, რაც დიდი ძალის დარტყმას უძლებს. მთის ზემო ნაწილში დაიდგა სენსორები, რომლებიც მთაში მიმდინარე გეოლოგიურ პროცესებს აფიქსირებს და შესაბამისი და სიგნალის შემთხვევაში გზა სიგნალით ჩაიკეტება.

 

ამ ეტაპზე მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. ძირითად სამუშაოებს კომპანია „კავკაზუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს.

 

გზის მშენებლობისთვის 26 მილიონი ლარი დაიხარჯა და სამუშაოები 14 თვეში შესრულდა.

 

 

big_banner
არქივი