logo_geo
„ჩემო მეგობარო...“ - იესპერ ბლექი გიორგი კვირიკაშვილს ემშვიდობება
- +

15 ივნისი. 2018. 14:13

 

 

ტურისტი იესპერ ბლექი საქართველოს უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ემშვიდობება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

 

„ჩემო მეგობარო“,-  წერს ბლექი და გიორგი კვირიკაშვილის ფოტოს აქვეყნებს.

 

შეგახსენებთ, 2017 წელს საქართველოში ტურისტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და პირველად გადააჭარბა 6 მილიონ ადამიანს.

 

მეექვსიმილიონე ტურისტს პირადად პრემიერმა უმასპინძლა და სიურპრიზი მოუწყო. ბლექმა ქართული თავგადასავლის მისეული ვერსია გამოაქვეყნა. მან თავის YouTube-ის არხზე 20-წუთიანი ვიდეო ატვირთა, რომელშიც მთელ საქართველოს მადლობა გადაუხადა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი