ტელეკომპანია „იბერიის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ ხუზმიაშვილმა საკუთარ გადაცემაში განაცხადა, რომ კოტე იოსელიანი აღნიშნული ტელევიზიის ვერცერთ გადაცემაში ვერ მიიღებს მონაწილეობას.
„მე პირობას ვდებ, რომ კოტე იოსელიანი „იბერიის“ ვერცერთ გადაცემაში, მათ შორის საინფორმაციო და ვერც პოლიტიკურში ვერ მოხვდება”, - განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.