logo_geo
როგორი ამინდია საქართველოში მოსალოდნელი - უახლესი დღეების პროგნოზი
- +

16 ივნისი. 2018. 22:02

 

 

საქართველოში 16 ივნისს, საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში კი სეტყვა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

ამასთან, როგორც სააგენტო იუწყება, წინასწარი ინფორმაციით, 16 – 18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი იყო დროგამოშვებით წვიმა ელ-ჭექით, ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვა.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა 16 ივნისს შესაძლებელია გამოიწვიოს აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება და მთიან რაიონებში ღვარცოფული პროცესების გააქტიურება.

 

რაც შეეხება მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს, 17-18 ივნისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელ-ჭექით, ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვა, ქარის დროებითი გაძლიერება.

 

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში, ღამის საათებში +16,+21 გრადუსი, დღისით +27,+32 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ღამით +15,+20 დღისით +30,+35 გრადუსი იქნება.

 

„თბილისში 16 ივნისის ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +23, +25 გრადუსი იქნება. 17-18 ივნისს მოსალოდნელია ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. ჰაერის ტემპერატურა ღამით +21 გრადუსი, დღისით +34 გრადუსი იქნება.

 

თელავში 16 ივნისის ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +25, +27 გრადუსი იქნება. 17-18 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +16, +18, დღისით კი +29, +36 გრადუსი იქნება.

 

ბათუმში 16 ივნისის, ღამის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +22, +24 გრადუსი იქნება. 17-18 ივნისს ღამის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +20, +22, დღისით კი +27, +29 გრადუსი იქნება.

 

ქუთაისში 16 ივნისს ღამის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +20,+22 გრადუსი იქნება. 17-18 ივნისს ღამის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +17, +18, დღისით კი +29, +31 გრადუსი იქნება.

 

ზუგდიდში 16 ივნისის ღამის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +19,+21 გრადუსი იქნება. 17 ივნისს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, 18 ივნისს კი მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით დღის მეორე ნახევარში. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +17, +19, დღისით კი +28, +30 გრადუსი იქნება“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი