logo_geo
აკაკი გახოკიძის ქუჩაზე გზის სარემონტო სამუშაოებისას მუშა დაშავდა
- +

17 ივნისი. 2018. 16:58

 

საბურთალოს რაიონში, აკაკი გახოკიძის ქუჩაზე გზის სარემონტო სამუშაოებისას მუშა დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მუშას წყლის მილი გაყავდა, რა დროსაც ორმო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი