logo_geo
გახოკიძის ქუჩაზე დაშავებული მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
- +

17 ივნისი. 2018. 20:00

 

„თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე გზის სარემონტო სამუშაოების დროს დაშავებული მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – ამის შესახებ პირველ არხს საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ განუცხადა.

 

მისივე თქმით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

„სამაშველო სამუშაოები ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საკომუნიკაციო ჭაში GWP-ის თანამშრომელი ჩავარდა, რომელიც წყლით იყო სავსე“, – განაცხადა გამგებელმა.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, სამუშაოებს ადგილზე კომპანია GWP აწარმოებდა.

 

აკაკი გახოკიძის ქუჩაზე გზის სარემონტო სამუშაოებისას მიწა ჩამოიშალა და მუშა დაშავდა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი